პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ სულ მალე საქართველოში მთლიანად ე.წ. ინდური შტამი იქნება გავრცელებული.
"ინდური შტამი,ე.წ. დელტა, რომელიც ინდოეთში დაიბადა, შენაცვლებას აკეთებს 5 კვირაში. პრაქტიკულად, ბრიტანეთში უკვე არის ბრიტანული შტამი და არა უხანური, ან ინდური. საქართველოში შემოვიდა, პირველი ნაპერწკალი იყო ივნისის შუა რიცხვებში, მთავრობა ჯერ ამბობდა - არაო და მერე აღიარეს, რაც ძალიან კარგია რომ აღიარეს და საბოლოო ჯამში, აგვისტოს პირველ კვირებში საქართველოში იქნება მთლიანად დელტა შტამი," - განაცხადა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.