19 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა, მანამდე კი ეკლესია დაარბია - ფოტოები ადგილიდან​

მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა, შემთხვევა ოზურგეთის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ შენიშნეს 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ნაჯახით ხელში მირბოდა ქუჩაში, სამართალდამცველებმა მისი შეკავება სცადეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ნაჯახი პატრულის მანქანას ჩაარტყა. 

"კურიერის" ინფორმაციით, მანამდე მან ეკლესია დაარბია.

მამაკაცი დაკავებულია. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები