20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ქვა ესროლეს - დაშავებული კლინიკაში გადაყავთ 

რუსთაველის გამზირზე, სადაც მდუმარე აქცია მიმდინარეობს, ძალადობრივმა ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ და ნივთებს ისვრიან. ადგილზე აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალი დაშავდა, მას ძალადობრივი ჯგუფის მიერ ნასროლი ქვა მოხდა. დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ტერიტორიიდან საკაცით გადაიყვანა.

ცნობისთვის, მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც პარლამენტის წინ მიმდინარე ანტიძალადობრივი აქციის პარალალურად კონტრაქციას ქაშვეთის ეკლესიასთან მართავენ, კვლავ აგრესიული ქმედებით გამოირჩევიან, ისინი კვერცხებსა და ქვებს ისვრიან "თავისუფლებისთვის"​ აქციის მონაწილეთა მისამართით და რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევაც.

როგორც ადგილიდან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი იტყობინება, მოძალადე და ჰომოფობიური ჯგუფები საპატრულო პოლიციის უფროსს ულტიმატუმს უყენებენ, რომ ანტიძალადობრივი აქციიდან ლგბტქ დროშები მოაშორონ წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალადობრივ ქმედებებზე გადავლენ.

დღის ამბები