100 დაკავებული, 68 ხელწერილით გათავისუფლებული, 32 განაჩენის მოლოდინში, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სასჯელი ელით დაკავებულებს - პატიმრობა თუ ფულადი ჯარიმა.
სასამართლო პროცესები ამ წუთებში იმართება. პოლიციამ ძალადობრივი აქციის მონაწილეები გუშინ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.
ათობით დაკავებულიდან სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ 2 პირზეა აღძრული. მათ ოპერატორზე თავდასხმას და პოლიციის კუთვნილი მანქანის დაზიანებას ედავებიან.
გუშინდელ ღამეს ჰყავს ერთადერთი დაკავებული არაძალადობრივი აქციიდანაც - ეს მალხაზ მაჩალიკაშვილია. საქალაქო სასამართლოში მაჩალიკაშვილის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. დაცვის მხარემ პროცესზე შუამდგომლობა დააყენა საქმის არსებითი განხილვის გადადებასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და მაჩალიკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.