კახეთში გურჯაანის შემოვლით გზა გაიხსნა. ახალი გზით გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის კიდევ 6 სოფელში გავლა. გზა დღეს პრემიერ მინისტრმა გახსნა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა ახალ პროექტებზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია, მათ შორის არის 4 ზოლიანი სრულყოფილი ავტობანის მშენებლობა, რომლის დაწყებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
"ჩვენ დღეს წარმოგვიდგინა მინისტრმა ის გეგმები, რაც უკვე დავიწყეთ ჩვენ. მთავარი ახალი სიახლე, რაც ჩვენ გვაქვს ეს არის სრულყოფილი, 4 ზოლიანი ავტობანის მშენებლობის დაწყება, ძალიან მალე დაიწყება მშენებლობა.
ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურაზე და ახალი გზების მშენებლობაზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, დაემატება შიდა გზების მოვლა და ეს არ ითვლება ამ ბიუჯეტში." - აცხადებს პრემიერ მინისტრი.