26 მაისი 2024,   18:14
ვრცლად
ხაშმის ეკლესიიდან ზიარების ჭურჭელი და მოძღვრის სკიპტრა მოიპარეს - საქმე ქურსობის მუხლითაა აღძრული

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში ეკლესია გაქურდეს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლის ინფორმაცით მოპარულია ზიარების ჭურჭელი, მოძღვრის სკიპტრა და სხვა ნივთები. ტაძრის ძარცვასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დამატებითი კომენტარი ანდრია ჯაღმაიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგაც გააკეთა.

"ეკლესიაში იყო შეჭრილი პირი  და არის ეკლესიიდან გატაცებული ნივთები, დაზიანებული ნივთებიც არის და ვანდალიზმის კვალს ჰგავს," - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

დღის ამბები