01 სექტემბერი 2026,   15:41
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონულ დირექტორთან რეპროდუქციული სერვისების გაუმჯობესების საკითხი განიხილა

ჯანდაცვის მინისტრმა გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრისას რეპროდუქციული სერვისების გაუმჯობესების საკითხი განიხილა.

მხარეებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე ყურადღება გამახვილდა კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისების გაფართოებაც.

შეხვედრისას გაეროს მოსახლეობის ფონდის დირექტორმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

დღის ამბები