02 სექტემბერი 2026,   09:16
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში მედიაზე თავდასხმაში ბრალდებულთა პროცესი იწყება - ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს

მედიაზე თავდასხმაში ბრალდებული 4 პირის სასამართლო პროცესი იწყება საქალაქო სასამართლოში. საუბარია მათზე, ვინც ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე, ასევე "მთავარი არხის" ოპერატორზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობდნენ.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

"უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე ხდება ვიდეომასალაში წარმოდგენილი პირების ამოცნობა, ჟურნალისტებმა თავად წარმოადგინეს ეს მასალები," - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

ამ დროისთვის 29 დაზარალებული ჟურნალისტია საქმეში და მოსალოდნელია მათი რიცხვის ზრდა. რაც შეეხება ბრალდებულებს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და არაა გამორიცხული სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.

დღის ამბები