5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ქუთაისში მდუმარე აქცია დაიგეგმა.
აქცია დღეს, მესხიშვილის თეატრთან, 19 საათზე გაიმართება.
ჟურნალისტები ძალადობას გმობენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
"დღეს, 11 ივლისს, საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრთან. გამოვხატავთ მწუხარებას ჩვენი კოლეგის, 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. მდუმარე აქციას შემოუერთდით ყველა, ვინც გმობთ ძალადობას, მედიაზე თავდასხმას" - წერია ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.