05 მაისი 2024,   20:25
ვრცლად
ბელარუსიიდან მიგრანტების შესვლაზე ლიეტუვამ მკაცრი კანონები აამოქმედა

ლიეტუველმა კანონმდებლებმა ბელარუსიდან მიგრანტების შესვლაზე მკაცრი კანონების შემოღებას მხარი დაუჭირეს. ახალი კანონმდებლობით, შესაძლებელი იქნება მიგრანტების მასობრივი დაკავება, აიკრძალება მათი ექვსი თვის შემდეგ გათავისუფლება, დაჩქარდება დეპორტაციის პროცესი და შეიზღუდება გასაჩივრების უფლება.

ლიეტუვაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო კვირებში ქვეყნის საზღვარი ასობით მიგრანტმა ბელარუსიდან არალეგალურად გადაკვეთა.

ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან მავთულის ზღუდის აგება უკვე დაიწყო. ოფიციალური ვილნიუსი მინსკს ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ლიეტუვისკენ უცხოელი მიგრანტებისთვის გზის მიზანმიმართულად გახსნაში ადანაშაულებს. 

 

დღის ამბები