19 დეკემბერი 2024,   04:27
ვრცლად
რამდენჯერმე ძალიან ძლიერად მომხვდა თავში ფეხი, სიმწრისგან ხმამაღლა დავიყვირე და გავითიშე - "პირველი არხის" ოპერატორი მასზე თავდასხმას იხსენებს

53 დაზარალებული და 21 დაკავებული - 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან მეცხრე დღეს, პოლიციამ ის პირი დააკავა, რომელიც პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა. ოპერატორს, რომელსაც ორივე თვალი დაუზიანდა და ცალ მხარეს მხედველობა დაკარგული აქვს.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი "კურიერთან" საუბრისას დეტალურად აღწერს, თუ როგორ განხორციელდა ძალადობრივი ჯგუფის მიერ მასზე ძალადობა.

"ზოგი ლაივუს ღვედზე მიჭერდა, ზოგი კაბელზე, ზოგი ფეხებს მირტყამდა. ზოგი მუშტს მიღერებდა. შემდეგ მახსოვს, რომ ძირს დამაგდეს და რამდენჯერმე თავში მომხვდა ფეხი ძალიან ძლიერად. 

ასე გამეტებით მართლა არ ვიცი, რატომ შეიძლება რომ ადამიანი გაწირო, რომელსაც არ იცნობ და არაფერი დაუშავებია შენთვის. 

რამდენჯერმე ძალიან ძლიერად მომხვდა თავში ფეხი. უბრალოდ ერთი მახსოვს, რომ სიმწრისგან დავიყვირე ხმამაღლა და შემდეგ გავითიშე. პოლიციის მანქანაში გამეღვიძა," - განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

დაკავებულს 3 მუხლით ედავებიან. ეს არის დევნა, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ჯგუფური ძალადობა.

დღის ამბები