20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
კორონავირუსის მძიმე სტატისტიკა და გაუმართავი სარეგისტრაციო საიტი- მოქალაქეები Pfizer-ის ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ

მხოლოდ 14 000 მოქალაქისთვის შემოტანილი Pfizer-ის ვაქცინა, რეგისტრაციის გაუმართავი საიტი, რომელზეც ადამიანები მთელი დღის განმავლობაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ და ჯანდაცვის მინისტრის ბოდიში - თუკი გასულ თვეებში სარეგისტრაციო საიტის გაუმართაობას ჯანდაცვის უწყება კიბერთავდასხმებს აბრალებდა, დღეს მინისტრმა ტიკარაძემ მოსახლეობის მაღალი მიმართვიანობა დაასახელა.

სანამ საქართველოში აცრაზე რეგისტრაცია შეუძლებელია, ქვეყანაში კორონავირუსით, მათ შორის, ინდური შტამით, სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება.

1600-ზე მეტი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი, ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა აქ არ შედის ოკუპირებული რეგიონები, სადაც კორონავირუსის მხრივ რთული სიტუაციაა.

სპეციალისტებს დღეს ყველაზე მეტად ინდური შტამის ბავშვებში გავრცელების ეშინიათ და მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები