20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
პირველად ხდება მთელი პანდემიის ისტორიაში, როდესაც ბავშვების საწოლების დამატება გვიწევს - თამარ გაბუნია

პანდემიური ვითარება მძიმდება და წინა პერიოდთან შედარებით ბევრია ინფიცირებული ბავშვი. "დელტა" შტამი სწორედ მცირეწლოვნებისთვის არის საშიში. ყოველდღიურად ინფიცირებული პაციენტების 10% არასრულწლოვანია.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, 
ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

როგორც მაია ჩხაიძემ განცხადა, ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას კორონავირუსის "დელტა" შტამი აქვს. როგორც მაია ჩხაიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ბავშვია მოთავსებული.

საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

"დაემატა დამატებით საბავშვო კლინიკები, რადგან უკვე ადგილი აღარ იყო. პირველად ხდება მთელი პანდემიის ისტორიაში, როდესაც ბავშვების საწოლების დამატება გვიწევს," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები