30 აგვისტო 2026,   12:02
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 71 წლის ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 71 წლის ნათელა ღვინჯილიას ბრალს დღეს წარუდგენენ. აღკვეთის ღონისძიებაზე კი სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

გამოძიება ფოთის ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელს, ამ ეტაპზე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა ვარაუდობენ, რომ გასაღების ფაქტიც გამოიკვეთება.

გამოძიების მიხედვით, ის მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების დოზიდან ნაწილს აკლებდა და იპარავდა, ხოლო დანაკლისს სხვა არანარკოტიკული სითხით ავსებდა.

დღის ამბები