აჭარაში "დელტა" შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა - კორონავირუსის ე.ე. ინდური ვერსია ტურისტებს დაუდასტურდათ და ისინი კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობას.
როგორც "რუსთავი 2"-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ტურისტებს სინჯი 3 კვირის წინ აუღეს და პასუხი დღეს მიიღეს.
ამასთან, აღნიშნული ტურისტები უკვე დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში.