11 სექტემბერი 2026,   00:23
ვრცლად
ტოჩინოშინის გამარჯვება - ქართველმა სუმოისტმა ივლისის ბაშოს მე-14 დღეს, იჩიიამამოტოსთან დაპირისპირებისას იორიკირის ილეთით მოიგო 

ტოკიოში სუმოს ტურნირი გრძელდება - ივლისის ბაშოს მე-14 დღეს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც მე-12 მაეგაშირაა, იჩიიამამოტოს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი ნაგოია ბაშოზე 6 მოგება და 8 მარცხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევანმა უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა. სუპერ ტურნირის ბოლო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჯერჯერობით უცნობია.
 

დღის ამბები