16 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი, ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ - შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება.

"დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. დღეს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი, უკვე 30 წელია. ერთი თაობა ძალიან ძლიერი წინსვლისა და დაბრკოლებებისა. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და არ ყოფილა ეს იოლი გზა. ეს სულისკვეთება, რომელიც მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, ამ გამოწვევების, აგრესიის საფუძველზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ," - განაცხადა შარლ მიშელმა.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრაზე იმყოფებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები.

დღის ამბები