23 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ვირისა და ცხენის ხორცით სავსე 2 მიკროავტობუსი - სად მიაგნეს ტურისტების გამოსაკვებად გამზადებულ 2 ტონა, სავარაუდოდ მკვდარი პირუტყვის ხორცს

საქართველოს საზღვაო კურორტებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 ტონა ცხენის ხორცი ამოღებულია. ორი მიკროავტობუსი სურსათის უვნებლობის სამსახურმა იმ დროს გააჩერა, როდესაც კერძო პირებს ცხენის ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით გადაჰქონდათ.

2 ტონა ცხენის ხორცი აჭარაში სხვადასხვა საკვებ ობიექტში სამეგრელოდან სამარშრუტო ტაქსებით მიჰქონდათ. არადეკლარირებული და კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული. ამჯერად მისი ამოღება და განადგურება მოხდა, თუმცა, კერძო ყასბების მიერ მსგავსი კანონდარღვევები სულ უფრო ხშირდება. 

არსებობს იმის ეჭვიც, რომ მოვაჭრეებს უკვე მკვდარი ცხოველების ხორციც გააქვთ სარეალიზაციოდ. მარიკა გოცირიძე და გიორგი კვიწინაძე გაჩვენებენ იმ ლოკაციებს, სადაც მოქალაქეებზე ვირისა და ცხენის ხორცს ყიდიან.

არა მხოლოდ ცხენის, ვირის ხორცის შავ ბაზარზე გაყიდვა ქვეყანაში ახალი არ არის. 

საქართველოს კანონმდებლობით, ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია დასჯადია. კანონის დამრღვევს კი 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები