მარჯანიშვილის თეატრის დასი დღეს პრემიერას თამაშობს. სპექტაკლი ტრადიციულად თეატრის შენობაში არ იმართება. პიერ ბომარშეს პიესა სრულიად განსხვავებულ სივრცეში – ტესის შენობაში თამაშდება.
ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელიც ტრილოგიის მესამე ნაწილია.
ლევ ტოლსტოის კრეიცერის სონატისა და დოსტოევსკის დანაშაული და სასჯელის შემდეგ ლევან წულაძემ და თემო კუპრავამ ტრილოგიის მესამე ნაწილისთვის კომედიის დადგმა გადაწყვიტეს.