ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩატარებული 609 ტესტის შემდეგ კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საავადმყოფოებში მყოფი 100 მდე პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.
გასული 2 დღის განმავლობაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 37, 64, 85 წლის მამაკაცები და 75, 86 წლის ქალები.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 20159-ს აღწევს. დაფიქსირდა 282 ლეტალური შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 16367ადამიანი.