26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
თბილისში ფეხბურთის მწვრთნელი 7-8 წლის ბიჭებზე სექსუალურად ძალადობდა და არწმუნებდა, რომ ეს აუცილებელი რიტუალი იყო

ბოლო პერიოდში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი გახმაურდა. მათ შორის არის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის საქმეც. მომხდარ ფაქტზე  primetime-ი წერს. მწვრთნელი ბავშვებთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამართლდა და სასჯელს იხდის.

ძალადობის ფაქტი მაშინ გამჟღავნდა, როდესაც ერთ-ერთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მშობლებმა მეორე შვილის იმავე გუნდში მიყვანა გადაწყვიტეს, ბავშვი კატეგორიული წინააღმდეგი იყო რომ მის ძმასაც იგივე მწვრთნელთან ევლო. ის იძულებული გახდა ამის მიზეზი მშობლებისთვის აეხსნა.

საქმის მასალებში საუბარია იმაზე, თუ როგორ ცდილობდა ზემოქმედებას მწვრთნელი 7-8 წლის ასაკის ბავშვებზე.

ის ბავშვებს ეუბნებოდა, რომ ეს არის რიტუალი და თუ გინდა, შენ გახდე კარგი ფეხბურთელი, ეს უნდა გააკეთო, მაგალითად, სასქესო ორგანოზე ხელი უნდა მომკიდო და კიდევ სხვა სახის ქმედებები. ზოგს აჩვენებდა თანაგუნდელებთან იგივე ქმედებებს და ეუბნებოდა: აი, ხომ იცი, ეს რა მაგარი ფეხბურთელია, თუ გინდა შენც მაგარი გამოხვიდე, ეს რიტუალი უნდა შეასრულოო. აი, ამ სახით ზემოქმედებდა ის 7-8 წლის ასაკის ბავშვებზე. სანამ პატარები იყვნენ, მართლაც სჯეროდათ, რომ ეს იყო გუნდში მიღების რაღაც რიტუალი და მათი წარმატებული საფეხბურთო კარიერის გასაღები.

დღის ამბები