თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის მორიგი პროცესი დასრულდა. დღეს დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, პირველ ინსტანციაში 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ შიდასახელმწიფოებრივი რესურსის შემდეგ, საქმე ევროსასამართლოში წავა.
ადვოკატები გამამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.