20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
სადავო 26 000 დოლარი და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული რვა პირი - ვინ არის მარნეულელი ქალი, რომელმაც დახმარებისთვის კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა

"ქურდული გარჩევის" კიდევ ერთი სქემა - გამოძიების ვერსიით, 7 პირი ფინანსური დავის მოგვარებას "ქურდული გარჩევით" ცდილობს და ურთიერთობებს კრიმინალური წესების გათვალისწინებით აგვარებს.

ფარულად მოპოვებულ მასალაში, მკვლელობის გარდა, სხვა შესაძლო დანაშაულებიც იკვეთება, საუბარია თანხის გამოძალვასა და შანტაჟზე.

საქმე კრიმინალურ გარჩევამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ქალაქ მარნეულში მცხოვრებმა პედაგოგმა ე.წ. მევახშისგან თანხა აიღო. მაღალი პროცენტების დაფარვით დაღლილმა ქალმა პრობლემის გადაჭრა ამ გზით სცადა, ჩარია ქურდულ სამყაროსთან სავარაუდო კავშირში მყოფი პირები და საკითხის მოგვარება მათ მიანდო. საქმეში ფარული ვიდეო მასალაც დევს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების მომზადების შემდეგ გამოძიებამ დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაცია ერთდროულად ორ ქალაქში ჩაატარა. მარნეულსა და თბილისში აყვანილ 8 პირის სახლებიდან ამოღებულია პირადი მოხმარების ყოველდღიური ნივთები.

ქურდულ სამყაროსთან კავშირს არცერთი დაკავებული აღიარებს. მათი ინტერესების დამცველები საქმის მასალებს უკვე იცნობენ და "კურიერთან" ამტკიცებენ, რომ საქმეში მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
2 ქალაქში ერთობლივი სპეცოპერაციისას დაკავებული 8 პირის ერთობლივი სასამართლო პროცესი უკვე ჩატარდა. რამდენიმე საათიანი განხილვა ყველასთვის ერთი შედეგით - წინასწარი პატიმრობით დასრულდა. აღკვეთი ღონისძიების განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი არსებითი განხილვით 6 სექტემბერს გაგრძელდება.

დღის ამბები