20 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის ბაზარში - მოვაჭრეები რკინის ღობის დემონტაჟს აპროტესტებენ

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. ბაზრის მოვაჭრეების ნაწილი ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, ამ წუთებში, ბაზრის შესასვლელთან რკინის ღობის დემონტაჟი მიმდინარეობს.

მოვაჭრეები ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს კორუფციულ ინტერესებში ადანაშაულებს. თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ტერიტორია ადგილობრივ ბალანსზეა და ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებენ, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება თავისუფლად შეძლონ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დღის ამბები