ხვალ საქართველოში 500 ათასი დოზა "ფაიზერი" ჩამოდის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ნახევარი მილიონი ვაქცინა საჩუქრად გადმოეცემა.
ვაქცინების ეს რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ 250 ათასი ადამიანი აიცრას. დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი, დარეგისტირება უკვე 16 წლიდან მოზარდებსაც შეუძლიათ.
"ნახევარი მილიონი ვაქცინა არის 250 000 ადამიანისთვის საკმარისი რაოდენობა. გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა დოზებზე. რესურსი სამედიცინო დაწესებულებებში იმისი, რომ მათ გაატარონ მოქალაქეების საკმარისი რაოდენობა ვაქცინაციის მიზნებისთვის არსებობს, ასე რომ ამისი პრობლემა არ უნდა შეიქმნას. დოზების მოწოდება კიდევ გაგრძელდება, ჩვენ ველოდებით დოზებს შესყიდული მილიონი Pfizer-ის ვაქცინიდან.
დავიჯეროთ, გავითავისოთ ასეთი რამე, რომ ვაქცინა საიმედოდ ვერ გვიცავს ინფიცირებიდან, მაგრამ ძალიან საიმედოდ გვიცავს, მათ შორის ჩინური ვაქცინაც სასიკვდილო შემთხვევებისგან, რეანიმაციაში მოხვედრისგან და მძიმე ფორმებისგან, ეს საკმარისია,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.