ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო საიტზე, ფაიზერის ვაქცინასთან დაკავშირებით მითითებული რიცხვი - 154 ათასი, ნიშნავს არა ვაქცინის დოზების რაოდენობას, არამედ კლინიკებში ადგილებისა და საათების რაოდენობას.
მისივე თქმით, იმ 12 ათას ადამიანს, რომელმაც ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზა უნდა გაიკეთონ, ფართო არჩევანი აქვთ როგორც კლინიკების, ასევე საათების მხრივ. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში" ისაუბრა.
"დღეს საიტზე ჩვენ ვხედავთ 154 ათას ადგილს, რომლის დაჯავშნის შესაძლებლობაც ჩვენ მივეცით იმ 12 ათას ადამიანს, რომლებიც მეორე დოზისთვის უნდა დარეგისტრირდნენ, აქ არ იგულისხმებ,ა რომ არის გამოტანილი 150 ათასზე მეტი დოზა, არამედ ნაგულისხმებია, რომ ამდენი ადგილი არის ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის, ვინც 12 ათასი დოზისთვის რეგისტრირდება და შესაბამისად მათ შეუძლიათ გააკეთონ საკმაოდ ფართო არჩევანი, როგორც კლინიკების, ასევე ადგილების და საათების მხრივ," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.