ურეკში, სასტუმრო "კოლხიდაში" სამოქალაქო ლიდერების ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს, რომელიც უკვე მეორე დღეა გრძელდება, სხვადასხვა რეგიონის სამოქალაქო ლიდერები, ექსპერტები და მედიამენეჯერები ესწრებიან.
შეხვედრაზე მსჯელობის ძირითადი თემები რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემატიკის ადვოკატირება, სამოქალაქო ინიციატივების გაზრდა, თვითმმართველობის რეფორმა, ქვეყანაში არსებული ანტიდემოკრატიული ნარატივი, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა აქტუალური საკითხებია.
აღნიშნული ფორმატი, ასევე, ემსახურება რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და EECMD -ის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერებას.
ფორუმის ორგანიზატორები აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის და სამოქალაქო ინიციატივების და ინოვაციების ცენტრია.