20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
"ფაიზერით" დღეში 7-8 ათასი ადამიანი იცრება - ამირან გამყრელიძის თქმით, ამცრელი დაწესებულებების რაოდენობა გაიზრდება

უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში - 24 საათში ვაქცინის 163 000-ზე მეტი დოზა დაიჯავშნა. ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქრით, Pfizer-ით იმუნიზაცია ორშაბათიდან დაიწყება.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "კურიერთან" აცხადებს, რომ დაჯავშნილი დოზების რაოდენობიდან გამომდინარე, დღიური აცრა Pfizer-ით გამოდის, დაახლოებით, 7-8 ათასამდე, რაც, მისივე განმარტებით, ძალიან ცოტაა.

"აცრები დაიწყება ხვალიდან. დღიური აცრა Pfizer-ზე, რაც დაჯავშნილია გამოდის სადღაც 7 000-დან 8 000-მდე, რომელიც არ არის საკმარისი, ეს მინდა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად გაიზრდება ამცრელ დაწესებულებათა რაოდენობა.

მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე 37 სამედიცინო დაწესებულება აცრის ხვალიდან Pfizer-ზე, დაახლოებით, 120-მდე ბრიგადით, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ მოთხოვნილება მეტი იქნება. ციფრები, რაც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი დაჯავშნილია 14 აგვისტოს ჩათვლით, გახანგრძლივდება სამუშაო დღეები იმ ამცრელ კაბინეტებში, ვინც Pfizer-ზე ცრის," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები