16 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არ ჰქონია გავლენა საბოლოო შედეგებზე - გივი მიქანაძემ

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი საგამოძიებო კომისიის შემაჯამებელი სხდომა დასრულდა. კომისიის წევრებმა მიიღეს საბოლოო დასკვნა, რომელიც განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უნდა გავიდეს.

კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასკვნაში წერია, რომ არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლინდა მხოლოდ მცირე ტექნიკური ხარვეზები, რომლებსაც არ შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. 

"ოპოზიციას 11 ათასზე მეტი კომისიის წევრი ჰყავდა დანიშნული, რომელთა მიერ მხოლოდ 8 შემთხვევაში დაწერილ იქნა განსხვავებული აზრი. შესაბამისად, კენჭისყრის დღეს უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხო გარემო ამომრჩევლთა ნების გამოვლენისთვის და პროცესმა არსებითი ექსცესების გარეშე ჩაიარა.

საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არ ჰქონია გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე,"- განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები