26 აპრილი 2024,   13:22
ვრცლად
ოქროყანის დასახლებას 27 ივლისს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება - კიდევ რომელ დასახლებებს შეუწყდება წყალი თბილისის შემოგარენში

27 ივლისს, თბილისის შემოგარენში რამდენიმე დასახლებას წყალმომარაგება დროებით შუწყდება.

ჯივიპის ინფორმაციით, თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მთაწმინდის სატუმბო სადგურში და წავკისის რეზერვუარზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. 

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. 

"აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთსბეთიანიასწავკისს, წავკისის ველს, ახალდაბას, ტაბახმელას, შინდისს, კოჯორს, კიკეთსკვესეთს.  

სამუშაოების მიმდინარეობისას ოქროყანის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის საღამოს 22:00 საათამდე. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დღის ამბები