დღეიდან საერთო სამაგისტრო გამოცდები იწყება. ასევე დღეს და წელს პირველად, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის სპეციალური მასწავლებლის საგნის გამოცდა ტარდება.
პარალელურად მიმდინარეობს დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც გამოცდების დროს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია, შედეგები კი აგვისტოს თვეში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.