27 აგვისტო 2026,   22:06
ვრცლად
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ამჟამად ირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ამჟამად შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ამჟამად არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი არ იგრძნობს, რომ მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების მაგიდასთან კონსტრუქციულად დასხდნენ. ჩვენ ამას ჯერ ვერ ვხედავთ," - განაცხადა ლივიტმა.

პრესმდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაზეა ორიენტირებული. მისი განმარტებით, ინიციატივას თეთრმა სახლმა ოპერაცია "ეკონომიკურად გარიყული" უწოდა. მან დასძინა, რომ პრეზიდენტი აგრძელებს ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვას.

"ჩვენ ჩვატარეთ ოპერაცია "ეპიკური მრისხანება" მათი სამხედრო ძალების გასანადგურებლად. ახლა გვაქვს ოპერაცია "ეკონომიკურად გარიყული" მათი ეკონომიკის გასანადგურებლად," - აღნიშნა ლივიტმა.

დღის ამბები