24 აპრილი 2024,   11:04
ვრცლად
რას მოუტანს იუნესკოს სიაში 4 დაცული ტერიტორიის შეტანა საქართველოს - ხელისუფლებას ტურისტული პოტენციალის გაზრდის მოლოდინი აქვს

კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე იუნესკოს მიერ 4 დაცული ტერიტორიის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში გაწევრიანების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის თქმით, ეს მოვლენა საქართველოს ტურიზმის განვითარებას მნიშველოვნად შეუწყობს ხელს და რეგიონის მოსახლეობისათვის ადგილობრივი ტურისტული ბიზნესის განვითარების საშუალებას მისცემს. 

"საქართველო ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე. ეს საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას უწყობს ხელს. მსოფლიოში სულ 200-ზე მეტი ასეთი უბანია იდენტიფიცირებული და იუნესკოს დაცვის ქვეშ არის შესული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიას, რომელიც არც თუ ისე დიდია, საქართველოს ეს უნიკალური ბუნება დაემატა. ეს არის შესაძლებლობები, ამ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომ მეტი შემოსავალი მიიღონ, მეტი ეკონომიკა შექმნან,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითშვილი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კი აღნიშნა, რომ პანდემიით დაზარალებულის ქვეყნისთვის ეკო ტურიზმის წარმოჩენა მნიშვნელოვანი ბენეფიტი იქნება.

"როდესაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთან ერთად ებრძვის პანდემიას და ტურიზმი ყველაზე მეტ დარტყმას განიცდის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით ჩვენ კვლავაც მსოფლიო რუკაზე უნიკალური ბუნებით და ტრადიციით წარმოვჩინდით, რომელიც ეკოტურიზმს უწყობს ხელს,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

დღის ამბები