20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ფსიქოტროპული მედიკამენტების სამალავები აფთიაქებში - სუს-მა უკანონო ვაჭრობის ფაქტები 5 ქალაქში გამოავლინა

27 აფთიაქი რომელიც მოქალაქეებზე აკრძალულ მედიკამენტებს ყიდდა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფსიქოტროპული პრეპარატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები 5 ქალაქში გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქების ტერიტორიაზე მფლობელებს სამალავები ჰქონდათ მოწყობილი სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ინახავდნენ, შემდეგ კი არალეგალურად ყიდდნენ.

უსაფრთხოების სამსახურში აფთიაქების თანამშრომლების გამოკითხვა რომლებიც უკანონო საქმიანობას აწარმოებდნენ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის შემოწმებას პერიოდულად რეგულირების სააგენტო ახდენს. მიმდინარე წლის მონიტორინგის შედეგად მედიკამენტების უკანონო რეალიზების 62 ფაქტი გამოავლინა.

დღის ამბები