თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად აღდგება.
"სპეციალური სისტემების საშუალებით, დღემდე 24 საათიანი მონიტორინგისა და ეფექტური საპრევენციო სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა დროებითი სტაბილურობა. ვაშლიჯვარი-ლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო პროექტის ფარგლებში, ფერდის გამაგრება ე.წ. ანკერების, მიწის მოჭრისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების საშუალებით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე ორმხრივად აღდგება
"სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის ორმხრივად აღდგენა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვით“, - განაცხადა თბილისის მერმა.