01 სექტემბერი 2026,   17:08
ვრცლად
გორში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა ქალაქ გორში გაიმართა.

არსებული საჭიროებების განხილვასთან ერთად, კომისიამ მოისმინა ინფორმაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

კომისიამ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წელს ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია.

დღის ამბები