იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ხვალიდან, თბილისში, იმ ექიმებს, რომლებიც ვაქცინაზე ჯერ ვერ დარეგისტრირდნენ, შეუძლიათ აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ.
"ის ექიმები, რომლებიც ვერ დარეგისტირდნენ ან დარეგისტრირდნენ მოგვიანებით პერიოდში, შეუძლიათ ხვალვე მივიდნენ და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ ვაქცინაცია იმ კლინიკებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.