ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, მოქალაქეების საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთი ამცრელი პუნქტია, რომელიც ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მუშაობს. მოქალაქეებს აცრა შეუძლიათ "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ვაქცინებით.
"იმუნიზაციის გარეშე ჩვენ ამ ვირუსს ვერ დავამარცხებთ, მე გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე თვის წინ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს მაინც გავიკეთე მეორე აცრა "სინოფარმის" ვაქცინის," - ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ხელმძღვანელმა გია სანიკიძემ.