20 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
ძალიან საყურადღებო ეპიდსიტუაციაა, 7 ათასი საწოლიდან 5400 დაკავებულია - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიასთან გასამკლავებლად ყოველდღიურად 20-25 ათასი ადამიანის აცრაა აუცილებელი.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ინფიცირებისგან ბოლომდე არცერთი ვაქცინა არ იცავს, თუმცა მას კორონავირუსის გართულებების აცილება შეუძლია. 

"ხვალ 20 ათასმა, 40 ათასმა რომ მოინდომოს აცრა, ვაქცინა საკმარისია. მათ შორის, ყველაზე მოთხოვნადი Pfizer-ის ვაქცინაც. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა კარგია, ყველა იცავს სასიკვდილო ფორმებისგან, მძიმე გართულებებისგან და რეანიმაციისგან; ხოლო ინფიცირებისგან საიმედოდ არცერთი ვაქცინა არ იცავს, მათ შორის, Pfizer-ი. ტემპი ჯერ კიდევ დაბალია. იმისთვის, რომ წლის ბოლოს სამიზნე 65%-ზე, დაახლოებით ისე, როგორც აქვს დღეს ისრაელს, საჭიროა, ​დღეში, დაახლოებით, 20-25 ათასი ადამიანის აცრა,"-აცხადებს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ეპიდმდგომარეობა ქვეყანაში ძალიან საყურადღებოა. 

"ძალიან საყურადღებო ეპიდსიტუაციაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია. 7000 კოვიდსაწოლია მობილიზებული, დღეისთვის წევს 5400. 1500 საწოლი ჯერ კიდევ თავისუფალია. თუ მოსახლეობა არ დაგვეხმარა, არც შემოგვეხიდა და პასუხისმგებლობა არ აიღო თავის თავზე - ხშირად მეკითხებიან, ვინ უნდა მართოს პანდემია, რა თქმა უნდა სახელმწიფომ, მაგრამ მოსახლეობამ უნდა დაუჯეროს სახელმწიფოს,"-აცხადებს ცერცვაძე. 

დღის ამბები