28 სექტემბერი 2021,   02:14
ვრცლად
31 წლის ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებაში დამნაშავეს გამოძიება მეორე დღეა ეძებს - ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

31 წლის ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებაში დამნაშავეს გამოძიება მეორე დღეა ეძებს. სამართალდამცველები დილიდან გოგებაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ, ადგილობრივებს კითხავენ. ნაწილს აჩვენეს ფოტოც, რომელზეც სავარაუდო დამნაშავის პროტოტიპია გამოსახული. 

შანეი ბრუკის საცხოვრებელი სახლი დღეს საგამოძიებო მოქმედებების მთავარი ლოკაცია იყო. უკვე დაილუქა ის ბინაც, სადაც ინგლისურის მასწავლებელი ავსტრალიიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კამერების ჩანაწერები, კითხვები დაუსვეს მეზობლებსაც. 

გოგებაშვილის პარალელურად, გამოკითხვები მიმდინარეობს დიღმის მთავარ სამმართველოში. გამომძიებლების კითხვებს დღეს შანეი ბრუკის უცხოელმა მეგობრებმა უპასუხეს. მათი მთავარი სურვილია სასწრაფოდ მოხდეს დანაშაულში მონაწილე პირის იდენტიფიცირება და მისი დასჯა. 

შანეი ბრუკი გარდაცვლილი სამართალდამცველებმა გუშინ, გვიან ღამით მთაწმინდის ფერდზე იპოვეს. მისი ხსოვნის საპატივცემულოდ კი დღეს, მისი სახლთან სრულიად უცხო ადამიანებმა ყვავილებით მიიტანეს. 

ახლგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მუხლიც გადააკვალიფიცირა, ახლა გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები