20 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
ავსტრალიელი ქალის მკვლელობა - გამოკითხვები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღესაც გაგრძელდება

შანაი ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოკითხვები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღესაც გაგრძელდება.

პროცესი დიღმის მასივში მდებარე განყოფილებაში გუშინ გვიან ღამით დასრულდა - გამომძიებელთა შეკითხვებს 31 წლის ავსტრალიელი პედაგოგის მეგობრებისა და კოლეგების ნაწილმა უპასუხა.

შეგახსენებთ, შანაი ბრუკის საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება ახლა უკვე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები