25 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
ძალიან მკაცრად უნდა იქნას დასჯილი ყველა, ვისაც შესაძლოა ამაში ბრალი მიუძღოდეს - მიხეილ სარჯველაძე შანაე ბრუკის ​მკვლელობაზე

ამორალურს და არასწორს უწოდებენ მმართველ გუნდში შანაე ბრუკის ​მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტები ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებენ და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციას ცდილობენ.

მიხეილ სარჯველაძე აქვე იმედოვნებს, რომ სასტიკ მკვლელობაში დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

"ერთის მხრივ, უსწრაფესად უნდა იქნას გამოძიებული და რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრად დასჯილი ყველა, ვისაც შესაძლოა ამაში ბრალი მიუძღვოდეს. არ შეიძლება ეთიკურად, ზნეობრივად და უბრალოდ არასწორია, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესს შეიძლება უგულებელყოფდე, როდესაც ეს ვიწრო პარტიული ინტერესებით შეიძლება კონკრეტულ მომენტში აწყობდეს ვინმეს. ეს არაფრით სწორი და გამართლებული არ არის.

რა პასუხი უნდა გასცენ ხვალ მაგალითად ტურისტულ ბიზნესში მოღვაწე ადამიანებს იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს აქტიურ კამპანიას აჩაღებენ იმისთვის, რომ საქართველოში ტურისტი არ ჩამოვიდეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები