20 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
გამოძიებას ფოტორობოტი უკვე მზად აქვს - ვის ეძებენ ავსტრალიელი ქალის მკვლელობისთვის და რა ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს მოკლულის ძმას

პოლიცია ავსტრალიის მოქალაქის მკვლელს ეძებს. საგამოძიებო უწყებამ უკვე შეადგინა ფოტორობოტი, რომლითაც სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს.

მოკლული შანაე ბრუკის ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება. პოლიცია იმყოფებოდა გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლშიც, სადაც ავსტრალიის მოკლული მოქალაქე ცხოვრობდა და მეზობლები გამოკითხა.

ძალოვანი უწყება მედიასთან დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მათმა გამჟღავნებამ, შესაძლოა, გამოძიების პროცესი დააზიანოს.

ერთადერთი დეტალი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს საქმეზე გაამხილა, არის ის, რომ მკვლელი, მაღალი ალბათობით, საქართველოს მოქალაქეა.

"კურიერის" ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსულია შანაე ბრუკის ძმა, ხოლო მშობლები კარანტინის გამო ავსტრალიიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

უახლოეს პერიოდში, საგამოძიებო უწყებაში იგეგმება ძმასთან გასაუბრება და დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

დღის ამბები