ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კოვიდდადებითი პაციენტების მაჩვენებელი ბრიტანეთისას საგრძნობლად აღემატება, რისი მიზეზიც ვაქცინაციაა.
"ამ მომენტში საქარველოში ჰოსპიტალიზებულია 6082 პაციენტი, კოვიდის აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 30 943, ანუ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 19.6% -ია.
შედარებისთვის, დიდი ბრიტანეთში ჰოსპიტალიზებულია 5 943 პაციენტი (უფრო ნაკლები ვიდრე საქართველოში), აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 1 236 459, ანუ პოსპიტალიზაციის პროცენტი 0.48%-ია.
ამ დრამატული სხვაობის ერთადერთი მიზეზია ვაქცინაციის მაჩვენებელი ბრიტანეთში 63.8%, საქართველოში 6.7%.
ვაქცინაცია მუშაობს და მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.