26 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
ტყის ხანძარი მძვინვარებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში

ტყის ხანძარი მძვინვარებს იტალიის სამხრეთ რეგიონებში. სტიქიის ზონებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლები და ფერმები. თავდაპირველად ცეცხლი ტყეში გაჩნდა, რომელიც შემდეგ ზღვისპირა სოფლებისკენ გავრცელდა.

ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას კვლავ ცდილობენ. მდგომარეობას მაღალი ტემპერატურა ართულებს.

დღის ამბები