20 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
მე ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს, ასეთ მძიმე გადაწყვეტილებას კი, ქვეყანაში კონსენსუსი სჭირდება - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ის მკაცრ შეზღუდვებს ემხრობა. თუმცა, მისივე თქმით, ამ მძიმე გადაწყვეტილებისთვის ქვეყანაში კონსენსუსია საჭირო. 

"მე ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს. ასეთ მძიმე გადაწყვეტილებებს სჭირდება კონსენსუსი, არა მარტო საბჭოში, არამედ ქვეყანაში. მაგალითად, რესტორნებში მხოლოდ იმ პირების დაშვება, ვინც ვაქცინირებულია, ან წინასწარ გატესტილია. ხალხი ქორწილებს ვერ ეშვება და მერე ეს ლხინის სუფრა ჭირად იქცევა ხოლმე. ამიტომ გვქონდა წინადადება, რომ გაიზარდოს 50 კაცამდე ქორწილი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ყველა აცრილი მივა ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 4 827  ადამიანი დაინფიცირდა, 34 კი გარდაიცვალა. 

დღის ამბები