პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის DELTA შტამი ბავშვებში განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს.
"ბავშვებში განსაკუთრებული სიმძიმით, კორონავირუსული ინფექციის DELTA შტამი არ მიმდინარეობს და განსაკუთრებულ მძიმე შემთხვევასთან მე პირადად არ მქონია კავშირი, ჰოსპიტალიზაციის მხოლოდ ერთეული შემთხვევა თუ მახსენდება. დანარჩენ შემთხვევაში ეს პაციენტები მკურნალობას ბინის პირობებში გადიან, ჰოსპიტალიზირებული ჩემს მიერ ძირითადად მაინც ჩვილი ასაკის ბავშვი, 3 თვემდე ასაკის ბავში, ზუსტად სამი შემთხვევა იყო,"- აღნიშნა "დღის კურიიერში" თემურ მიქელაძემ.