გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის რეჟიმი იცვლება.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, გართულებული კოვიდვითარების გამო 2021 წლის 8 აგვისტოდან საქართველო გაერთიანებული სამეფოს ე. წ. "წითელი სიაში" გადაინაცვლებს.
"უახლესი მონაცემების შეფასების შემდეგ, საქართველო, რეუნიონი, მაიოტა და მექსიკა წითელ სიას დაემატებიან. ისინი COVID-19-ის შემაშფოთებელი ვარიანტების გამო გაერთიანებული სამეფოსთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალ რისკს წარმოადგენენ," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში "წითელ სიაში" შემავალი ქვეყნებიდან და ტერიტორიებიდან ჩასული მოქალაქეებისთვის სავალდებულოა 10 დღიანი კარანტინის გავლა სპეციალურ საკარანტინო დაწესებულებაში. ცვლილება 8 აგვისტოს დილის 4:00 საათიდან შედის ძალაში.