24 ნოემბერი 2024,   09:10
ვრცლად
14 წლის ბავშვი მშობიარობისას გარდაიცვალა - ზიმბაბვეში გოგონას დაღუპვის საქმეს იძიებენ

ზიმბაბვეს პოლიცია 14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს იძიებს, ბავშვი მშობიარობის დროს დაიღუპა. BBC-ს ინფორმაციით, მომხდარს ქვეყანაში მოქალაქეებისა და უფლებადამცველების პროტესტი მოჰყვა. 

მემორი მაჩაია გასულ თვეს ეკლესიასთან გარდაიცვალა. ზიმბაბვეს აპოსტოლიკური ეკლესია ხშირად აქორწინებს მცირეწლოვან ბავშვებს, ამასთან, მათი რელიგიური სწავლებით, ექიმებსა და სამედიცინო მომსახურებაზე მრევლი უარს ამბობს. 

როგორც ირკვევა, გოგონა იძულებული გახდა, სკოლა მიეტოვებინა და დაქორწინებულიყო. 

გაერო მოუწოდებს ზიმბაბვეს ხელისუფლებას, ბავშვების ქორწინება დანაშაულად ცნოს და მსგავსი პრაქტიკა აღარ განმეორდეს. 

გოგონას ოჯახის ინფორმაციით, ბავშვი გადარჩა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია. 

დღის ამბები