04 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.კ. და 1988 წელს დაბადებული ა.მ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა ა.კ. და ა.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები